ქართულ ოცნებას პარლამენტში აქვს და ექნება მყარი უმრავლესობა. ჩვენ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის. რასაკვირველია, კიდევ ერთხელ, ყველას, ჩვენს კონკურენტებს ვაჩვენებთ, თუ რა მხარდაჭერა აქვს ქართულ ოცნებას ქვეყანაში. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს – ისინი ნერვიულობენ, გუშინ ჩვენ ვნახეთ ნაციონალური მოძრაობის ლიდერების განცხადებებიც. მესმის, ისინი ნერვიულობენ, რომ არ დაკარგონ ის ადგილი, რაც ოპოზიციას ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, თუმცა, ძალიან იაფფასიანად ცდილობენ, რომ ამას ადვილი, უპასუხისმგებლო არგუმენტი მოუძებნონ, თითქოს გიორგი გახარია ქართული ოცნების პროექტია. მერწმუნეთ, ეს ასე არ არის და დღეს ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა...
tbl.ge/5iba
დაკოპირდა

ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ქართული ოცნებიდან წასულ დეპუტატებზე საუბრისას. დღეს, 14 აპრილს, ქართული ოცნება 6-მა დეპუტატმა – გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაოშვილმა, ანა ბუჩუკურმა და შალვა კერესელიძემ დატოვა. როგორც დეპუტატები განმარტავენ, ისინი ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და გადაწყვეტილება მასთან ერთად მიიღეს.
ქართული ოცნებაარჩილ თალაკვაძეგიორგი გახარიასაქართველოს პარლამენტიოცნებიდან წასული დეპუტატებიოპოზიცია
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




