არც მორალურად და რეგლამენტშიც წერია, რომ ვალდებულია დეპუტატი, რომ მთლიანად რაღაც პარტიულ ხაზს მიყვებოდეს, მას აქვს თავისი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, თუმცა ასეთი თუკი მოხდება და რახან ამბობთ, ალბათ მოხდება, მოულოდნელი იყო და მე უფრო მოლოდინი მექნებოდა, წინასწარ თავის გუნდის წევრებთან კონსულტაციები გაევლოთ და საჯარო სივრციდან არ გაგვეგო ამის შესახებ...
ქართული ოცნება
სერგეენკო წასულ დეპუტატებზე: მოლოდინი მექნებოდა, რომ წინასწარ გუნდთან გაევლოთ კონსულტაცია
tbl.ge/5ib4
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა დავით სერგეენკო ქართული ოცნებიდან 6 დეპუტატის წასვლას.
ქართული ოცნება 6-მა დეპუტატმა - გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაოშვილმა, ანა ბუჩუკურმა და შალვა კერესელიძემ დატოვა. როგორც დეპუტატები განმარტავენ, ისინი ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და გადაწყვეტილება მასთან ერთად მიიღეს.
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




