კორონავირუსი და შეზღუდვები

გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია უარესდება, ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე უკვე სერიოზულია

[დადებითობის მაჩვენებელი] ერთი დღე მიუახლოვდა 3,66%-ს, ეს ძალიან საყურადღებოა [...] თანდათან ეპიდსიტუაცია უარესდება, ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე უკვე სერიოზულია, რადგან აქტიური შემთხვევა თითქმის 8 000-ია, აქედან 2 485 უკვე კლინიკებშია... ეპიდსიტუაციის გაუარესება პროგნოზირებადი იყო, მაგრამ ჩვენ სულ ვცდილობთ მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ მეტი კონტროლი იყოს, რადგან არ გვინდა გავიმეოროთ ნოემბერ-დეკემბერი და არ გვინდა მკაცრი შეზღუდვების დაბრუნება ქვეყანაში. მაგრამ, მეორე მხრივ, პინაზე იდება ადამიანების ჯანმრთელობა, ამიტომ თუ ვერ შევაკავეთ ეპიდსიტუაცია მომავალი კვირების განმავლობაში, ამის აწონ-დაწონვა მოგვიწევს...

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე.

კომენტარები