ელისო ბოლქვაძე

"კულტურის პროექტების დაფინანსებაზე ვისაუბრეთ" – ელისო ბოლქვაძე ფრანგ ბიზნესმენს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ფრანგ ბიზნესმენს, „მანტა რეი“ ჯგუფის გენერალურ დირექტორს, მარსელ ბენჰამუსს შეხვდა.

შეხვედრაზე კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ბატონ მარსელ ბენჰამუსს საქართველოში მრავალი ბიზნესგეგმა აქვს განხორციელებული. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ მომავალი კულტურული ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე და კულტურის მიმართულებით პროექტების დაფინანსების შესაძლებლობებზე".- ამბობს ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები