ოკუპირებული ტერიტორიები

ტრაგედია გალში – მთავრობამ 10 აპრილი გლოვის დღედ გამოაცხადა

ODISHINEWS

ენგურის გადაკვეთისას დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვება. 

განკარგულებას ხელს აწერს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

გალში მცხოვრები საქართველოს ოთხი მოქალაქე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ენგურის გავლით ცდილობდა. მდინარის გადმოკვეთისას ოთხივე მათგანი დაიღუპა

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები