კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსი ქართული ოცნების კიდევ ერთ დეპუტატს, ირაკლი მეძმარიაშვილს დაუდასტურდა

ირაკლი მეძმარიაშვილი

ქართულ ოცნებაში ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. კორონავირუსი კიდევ ერთ დეპუტატს, ირაკლი მეძმარიაშვილს დაუდასტურდა. ეს ქართული ოცნებაში ინფიცირების მე-6 შემთხვევაა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ადასტურებს.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი ქართული ოცნების დეპუტატს, ირაკლი ზარქუას დაუდასტურდა.

დღეს პარლამენტში დეზინფექცია ჩატარდა. მიუხედავად შემთხვევების მატებისა, საკანონდებლო ორგანო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

გუშინ, 7 აპრილს კორონავირუსი ქართული ოცნების კიდევ ორ დეპუტატს დაუდასტურდა: ბექა დავითულიანს და მაია მენაღარიშვილს. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული ოცნების პრესსამსახური ავრცელებს 

ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძესაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მდინარაძე საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

ამასთან ერთად, 6 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

"პრემიერმინისტრი თავს კარგად გრძნობს, იგი თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს". – წერია უწყების განცხადებაში.

კომენტარები