მე-10 მოწვევის პარლამენტი

სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტს ხვალ წარუდგენს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 9 აპრილს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარუდგენს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებას, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, წარუდგენს". – წერია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით უკვე მესამედ წარდგება.

კომენტარები