ოკუპირებული ტერიტორიები

კაპანაძე გალზე: ჩვენი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია, კარანტინის წესი შესაცვლელია

სერგი კაპანაძე
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე მდინარე ენგურში სამი ადამიანის ცხედრის პოვნასთან დაკავშირებით ამბობს, რომ კარანტინის წესები უნდა შეიცვალოს. კაპანაძე მიიჩნევს, რომ ეს ტრაგედია  საქართველოს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომელიც ოკუპირებული რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებზე ვრცელდება. 

"პირველ რიგში, ეს კარანტინის წესი არის შესაცვლელი. თუ, მაგალითად, ჩვენს მინისტრებს შეუძლიათ ჩამოვიდნენ სხვა ქვეყნებიდან და აცრის გარეშე, უბრალოდ ტესტებით, კარანტინით და შეზღუდვების გარეშე იყონ საქართველოს ტერიტორიაზე, ჩემი აზრით, იგივე მიდგომა უნდა გავრცელდეს ოკუპირებული ტერიტორიებში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე. ეს რომ ადრე გავრცელებულიყო, შეიძლებოდა, ეს ტრაგედია აგვეცილებინა თავიდან". – აღნიშნავს კაპანაძე. 


მდინარე ენგურიდან მაშველებმა 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ოკუპირებული გალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ. შსს-ს ინფორმაციით, კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ. 

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები