თეირანში ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავი

ირანმა 10 ოფიციალურ პირს უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის ბრალი წაუყენა

ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავის ფრთა

ირანის წარმომადგენლების თქმით, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით 10 ოფიციალურ პირს ბრალი წაუყენეს.

2020 წლის 8 იანვარს ირანის რევოლუციურმა გვარდიამ უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი თეირანთან ახლოს ჩამოაგდო. შემთხვევას ყველა მგზავრი, 176 ადამიანი ემსხვერპლა. 

თეირანმა თვითმფრინავის ჩამოგდება მხოლოდ ტრაგედიიდან მესამე დღეს აღიარა და ამ შემთხვევას "ადამიანური შეცდომა" უწოდეს. ირანის განცხადებაში ეწერა, რომ თვითმფრინავმა იმ ადგილას გაიფრინა, რომელიც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ეკუთვნოდა.

უკრაინის ავიახაზების თქმით, ირანის რევოლუციურ გვარდიას თვითმფრინავი ჩამოგდებამდე არ გაუფრთხილებია. 

ირანის სამხედრო ძალების მიხედვით, შემთხვევა რადარებისა და თავდაცვის სისტემის ოპერატორის შეცდომის გამო მოხდა და მათ თვითმფრინავი თეირანისკენ დამიზნებული რაკეტა ეგონათ, აშშ-სთან არსებული დაძაბული სიტუაციის გამო. ამ ტრაგედიის წინ უძღოდა აშშ-ს მიერ ირანის გენერალი ყასემ სოლეიმანის მკვლელობა და საპასუხოდ ირანის მიერ აშშ-ს ერაყში მყოფ ბაზებზე თავდასხმა.

"უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით 10 ოფიციალურ პირს ბრალი წაეყენა. სასამართლოში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული". - თქვა თეირანის სამხედრო პროკურორმა, ღოლამ აბას ტორკიმ. 

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები