კომენდანტის საათი

გაბუნია: კომენდანტის საათის მოხსნა აბსოლუტურად გაუმართლებელია

დღეს ეპიდემიური სიტუაცია არის უკიდურესად სარისკო, ამდენად, ღამით მოძრაობის შეზღუდვა არის ერთერთი  ქმედითი მექანიზმი, რომელიც ჩვენ შემთხვევების უკონტროლოდ მატების და  მობილობის კონტროლის საშუალებას გვაძლევს.

ასე რომ, წმინდა ეპიდემიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ამ შეზღუდვის მოხსნა არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და ვფიქრობ, რომ სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს პირველი, რომელიც  თავად დაუჭერს მხარს საზოგადოებაში ეპიდემიის გავრცელების რისკების შემცირებას და პირიქით, არ შეუწყობს ხელს პირიქით, რომ ამ მეტად საფრთხილო სიტუაციაში რისკების ესკალაცია მოხდეს...

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კომენდანტის საათის მოხსნის მოთხოვნით გამართულ აქციებზე.

კომენტარები