კრიმინალი

სოფელ რიონში ორი ადამიანი მოკლეს

Tabula

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ორი ადამიანი მოკლეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ტაბულას ინფორმაციით, გამოძიება ვარაუდობს, რომ მოკლულები ძმები არიან, სავარაუდო დამნაშავე კი მათი ბიძაშვილია. ადგილზე პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები