სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია – დაასრულე კომENDანტი! – დაიწყო. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა თბილისის 3 სხვადასხვა ლოკაციიდან დაიწყეს და ერთმანეთს პარლამენტის შენობის წინ შეუერთდნენ.
მონაწილეები 21:00-დან 05:00 საათამდე დაწესებულ გადაადგილების შეზღუდვას დემონსტრაციულად დაარღვევენ. ორგანიზატორების ცნობით, საპროტესტო აქცია ცოცხალი მუსიკის ფონზე გაიმართება, მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებისთვის ქართული ბენდები და ელექტრონული მუსიკის არტისტები დაუკრავენ.
დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად თბილისის პარალელურად აქციები იმართება ბათუმსა და ქუთაისშიც.
ქვეყანაში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა 28 ნოემბერს დაწესდა.