კორონავირუსი და შეზღუდვები

ხოშტარია: პოზნერს ელარჯი ამოუზილეს, აქტივისტებს სცენას არ ადგმევინებენ

აგრძელებს მთავრობა თავხედობას. სპეცრეისით ჩამოსულ პოზნერს ელარჯი ამოუზილეს კომენდანტის დროს და ეხლა უკანონოდ სცენას არ ადგმევინებენ რუსთაველზე.

უნდა გაეცეთ პასუხი. დღეს დაუმორჩილებლობის აქცია! 5ზე უნივერსიტეტთან ვიკრიბებით და წავალთ მსვლელობით რუსთაველზე.

წერს პოლიტიკური მოძრაობა დროას დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია Facebook-ზე. მოძრაობა სირცხვილიას ინფორმაციით, პარლამენტის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებულნი, რომლებიც სამოქალაქო აქტივისტებსა და დღევანდელი აქციის ორგანიზატორებს სცენის დადგმის საშუალებას არ აძლევენ. სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილია დღეს, 3 აპრილს, პარლამენტის წინ, კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით აქციას გამართავს.

კომენტარები