კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 580 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 29 729 ტესტი

საქართველოში გასულ 24 საათში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 29 729 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 580 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 215 პაციენტი.   

3 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.81 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.85 %.

ინფიცირების 580 ახალი შემთხვევიდან თბილისში 331 გამოვლინდა, აჭარაში - 51, იმერეთში - 56, ქვემო ქართლში - 22, შიდა ქართლში - 26, გურიაში - 17, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 50, კახეთში - 10, მცხეთა-მთიანეთში - 6, სამცხე-ჯავახეთში - 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების აქტიური შემთხვევაა 5 394, საიდანაც 1 758 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  824, აჭარაში - 239, იმერეთში - 292.

ქვეყანაში 337 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი.

3 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 283 369 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 274 145 გამოჯანმრთელდა, 3 804 კი გარდაიცვალა.

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები