ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი საქართველოში

პოზნერი: საქართველოში დავბრუნდები, რატომაც არა?

ვლადიმირ პოზნერი

საბჭოთა პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა, ვლადიმირ პოზნერმა რუსულ მედიასთან, NEWS.ru-სთან, თქვა, რომ ის საქართველოში დაბრუნდება. 

"მე იქ კიდევ წავალ, რატომაც არა? ასეთ შესაძლებლობას საერთოდ არ გამოვრიცხავ. მე იქ ბევრი მეგობარი მყავს, როგორმე აუცილებლად წავალ საქართველოში". – თქვა ვლადიმირ პოზნერმა.

რუსული გამოცემის თანახმად, ვლადიმირ პოზნერმა უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა საქართველოში გამართულ პროტესტზე. 


პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საზოგადოების მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით რამდენიმე საათში მოუწიათ. 

ვინ არის ვლადიმირ პოზნერი წაიკითხეთ - აქ.

კომენტარები