ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი საქართველოში

ვლადიმირ პოზნერი: საპატიო კახელი ვარ და, რა თქმა უნდა, კიდევ ჩავალ საქართველოში

ვლადიმირ პუტინი და ვლადიმირ პოზნერი.
nsn.fm

საბჭოთა პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა, ვლადიმირ პოზნერმა საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის ქვეყანაში აუცილებლად ჩამოვა. 

ამის შესახებ მან pozneronline.ru-ზე დაწერა. მისი თქმით, მას საქართველოზე წყენა  არ აქვს და "საპატიო კახელიცაა". პოზნერმა აქტივისტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა რომ ოპოზიციამ მისი ჩამოსვლა გამოიყენა. 

"როგორც მივხვდი, საქართველოში მიდის გამძაფრებული პოლიტიკური ბრძოლა და ოპოზიციამ ჩემი ჩასვლა გამოიყენა, რათა მოეწყო - არ ვიცი, ამას რა დავარქვა - შაბაშის მოსაწყობად. გაიხსენეს ჩემი სამი წლის წინანდელი გამონათქვამი აფხაზეთის შესახებ, რათა ხმა მოეწვდინათ ჩვენთვის, ავტობუსებს კვერცხები დაუშინეს როგორც ჩანს, ქათმის კვერცხები მათ საკმარისად აქვთ - დაერტყათ ჩვენი რესტორნის კედლებს, ჩვენი სასტუმროს აივნების ქვეშ ყვიროდნენ, უსტვენდნენ და ა.შ. და მე მივიღე გამგზავრების გადაწყვეტილება - რატომ უნდა ჩამეგდო საფრთხეში მეგობრები, სულ მცირე. დავბრუნდით მოსკოვში და სრულიად მშვენივრად აღვნიშნეთ დაბადების დღე. თბილისის ეს გამოცდილება ძალიან დაგვეხმარა, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ.

მთელი სიცხადით მინდა ვთქვა, რომ არანაირი წყენა საქართველოზე და ქართველებზე არ მაქვს, ამასთან, მე საპატიო კახელიც ვარ და მე, რა თქმა უნდა, კიდევ ჩავალ საქართველოში - უპირობოდ. ისე კი კვერცხის სროლის მოყვარულები, განსაკუთრებით, თუკი ამისთვის ფულს გიხდიან, ყველა ქვეყანაში არსებობენ და როგორც უკვე ვწერდი, ისინი ყურადღებას არ იმსახურებენ". – წერს პოზნერი. 


პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საზოგადოების მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით რამდენიმე საათში მოუწიათ. 

ვინ არის ვლადიმირ პოზნერი წაიკითხეთ - აქ.

კომენტარები