ეკონომიკა

თამბაქოს ფასი წინა წელთან შედარებით 12.1%-ით გაიზარდა

Reuters

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.6 პროცენტით განისაზღვრა.

წლიური ინფლაცის დონე საქართველოში:

წყარო: საქსტატი

ჯგუფებიდან, რომლებიც წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითად გავლენას ახდენს, წინა წელთან შედარებით ფასები ყველაში გაზრდილია.

წყარო: საქსტატი

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფასები ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე 8.9%-ით გაიზარდა. აქედან, თამბაქოს ნაწარმზე 12.1%-ით, ალკოჰოლურ სასმელებზე კი 6.2%-ით.

კომენტარები