ოსკარი 2021

ისტორიაში პირველად ოსკარის დაჯილდოების ცერემონია ნაწილობრივ ევროპაში გაიმართება

Sky News

ოსკარის დაჯილდოების 93-წლიან ისტორიაში პირველად ცერემონიის ნაწილი აშშ-ს საზღვრებს გარეთ, ლონდონსა და პარიზში გაიმართება.

მას შემდეგ, რაც ცერემონიაზე მოწვეულმა მრავალმა ევროპელმა სტუმარმა ლოს-ანჯელესში მგზავრობა კორონავირუსის პანდემიის გამო ეჭვის ქვეშ დააყენა, ხელმძღვანელობამ დამატებითი ორი სივრცის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. 

პროდიუსერ სტეისი შერის თქმით, პარიზსა და ლონდონში ტრანსლაციისთვის განკუთვნილი სპეციალური გადასაღები მოედნების მშენებლობა უკვე დაწყებულია. მიუხედავად ამისა ევროპელ სტუმრებს შეუძლიათ, ჩამოვიდნენ ლოს-ანჯელესში. ამერიკის ამჟამინდელი კოვიდრეგულაციის თანახმად ჩამოსულ სტუმრებს სპეციალურად შექმნილ საკარანტინო სივრცეში რამდენიმე დღის გატარება მოუწევთ. 

წლევანდელი შოუს დამდგმელი რეჟისორი ოსკაროსანი სტივენ სოდერბერგია. რიგით 93-ე დაჯილდოების ცერემონია მიმდინარე წლის 25 აპრილს გაიმართება.

 

კომენტარები