ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი საქართველოში

ვლადიმირ პოზნერი სასტუმროდან პოლიციის დერეფნის დახმარებით გამოჰყავთ [LIVE]

ტაბულა

რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი და მისი სტუმრები სასტუმროდან პოლიციის დერეფნის საშუალებით გაჰყავთ. 

რუსი ტელეწამყვანი, ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. პოზნერთან ერთად ჩამოვიდნენ რუსი ჟურნალისტები და შოუბიზნესის წარმომადგენლები.   

მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, პოზნერმა, მეგობრებთან ერთად, ისადილა რესტორანში, რომელიც, რეგულაციების მიხედვით, ღია არ უნდა ყოფილიყო. უცნობია ისიც, რა საბაბით მისცეს კომენდანტის საათის ფარგლებში გადაადგილებისთვის საჭირო საშვი როგორც პოზნერს, ისე მის რუს მეგობრებს. 

რესტორანთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ სასტუმროს ელექტროენერგია გაუთიშეს. მოგვიანებით, ადგილზე მისულმა შრომის ინსპექციამ VINOTEL-ი 10 000 ლარით დააჯარიმა.

კომენტარები