ტურიზმი

GCAA: ქუთაისიდან თავიდან 4 ქალაქში დაიწყება ფრენა, თბილისიდან 24 მიმართულება დამტკიცდა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფრენის განრიგი დაამტკიცა. 30 მარტის მდგომარეობით, ზაფხულის სეზონზე (2021 წლის მარტის ბოლო კვირა - ოქტომბრის ბოლო შაბათი) სხვადასხვა პერიოდიდან, რეგულარული რეისების შესრულება შემდეგი მიმართულებებით იგეგმება:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 24 მიმართულება: ალმათი (Air Astana), ამსტერდამი (Georgian Airways), ანტალია (Turkish Airlines) ბაქო (Buta Airways), ბერლინი (Georgian Airways), ერევანი (Armenia), ვარშავა (LOT Polish Airlines), ვენა (Georgian Airways), დუბაი (FlyDubai), დოჰა (Qatar Airways), თელ ავივი (Georgian Airways, Israir), კიევი (Ukraine International Airlines, SkyUp Airlines), მინსკი (Belavia), მიუნხენი (Lufthansa), რიგა (AirBaltic), პარიზი (Airfrance, Georgian Airways), სტამბოლი (Turkish Airlines, Pegasus), ტაშკენტი (Uzbekistan Airways), პეკინი-ურუმჩი (China Southern Airlines), ქუვეითი (Jazeera Airways), შარჯა (Air Arabia), შარმ-ელ-შეიხი (Air Cairo), ფრანკფურტი (Lufthansa);

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 მიმართულება: თელ ავივი (Georgian Airways, Israir), კიევი (SkyUp Airlines; Yan Air), მინსკი (Belavia), ოდესა (Yan Air), სტამბოლი (Turkish Airlines; Pegasus) და ხარკოვი (Yan Air);

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველ ეტაპზე რეგულარული სამგზავრო რეისების განხორციელება იგეგმება 4 მიმართულებით: ათენი (Wizz Air), ვარშავა (Wizz Air), ვილნიუსი (Wizz Air) და ლარნაკა (Wizz Air).

"ინფორმაციისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აკომპანია Wizz Air-ს ოპერირების ნებართვა მიანიჭა ყველა მოთხოვნილ საჰაერო ხაზზე (აბუ დაბი, ბერლინი, ბუდაპეშტი, ვენა, ვროცლავი, გდანსკი, დორტმუნდი, კატოვიცე, კრაკოვი, მემინგენი, მილანი, პრაღა, ტალინი, სალონიკი, პოზნანი, რიგა, რომი), თუმცა, ფაქტობრივად, ამ მიმართულებებზე რეგულარული რეისების დაწყება/განახლება დამოკიდებული იქნება ავიაკომპანიის გადაწყვეტილებაზე - დანიშნულების ქვეყნებში დაწესებული სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვების გათვალისწინებით". - აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განრიგი შეგიძლიათ, ნახოთ აქ.

კომენტარები