ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: ჩვენ ვიქნებით პრობიზნეს ხელისუფლება და მთავრობა, ვართ კიდევაც

ჩემი მთავარი პოლიტიკა იქნება შემდეგი – მაქსიმალურად ღიად ვითანამშრომლებთ თქვენთან, ბიზნესთან. ჩვენ ვიქნებით ბიზნესზე ორიენტირებული, პრობიზნეს ხელისუფლება და მთავრობა, ვართ კიდევაც და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. ჩემი ხედვა არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს. რაც შეიძლება მინიმალური ბიუროკრატია, როგორც ცენტრალური მთავრობის დონეზე, ასევე რეგიონების დონეზე, სწრაფი გადაწყვეტილებები და ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა. სახელმწიფო, ბიზნესი, მოქალაქე – ეს სამი სუბიექტი უნდა გავერთიანდეთ, დღეს გაერთიანების დროა, იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ მძიმე კრიზისიდან. მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც წლების განმავლობაშია დაგროვილი....

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრიირაკლი ღარიბაშვილი პროექტ 100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს პრეზენტაციისას.

კომენტარები