ბელარუსი

ლუკაშენკოს რეჟიმის მომხრე ბელარუსის ბენდი ევროვიზიის კონკურსზე დაბლოკეს

ბელარუსი ევროვიზიის კონკურსიდან მას შემდეგ გარიცხეს, რაც ხელმეორედაც ვერ წარმოადგინა ისეთი სიმღერა, რომელიც შეესაბამება კონკურსის წესებს. ამის შესახებ კონკურსის ორგანიზატორებმა 26 მარტს განაცხადეს

ჯგუფის Галасы ЗМеста-ს პირველი სიმღერა "მე შენ გასწავლი" მარტის დასაწყისში დაბლოკეს. 

სიმღერას ბელარუსში აპროტესტებდნენ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ მისი ტექსტი ბელარუსის ანტისამთავრობო აქციების წინააღმდეგ იყო მიმართული. 

ევროვიზიამ სიმღერის შესაცვლელად მისი მიღების ვადა გადასწია. 

მეორე ჯერზე სხვა დეტალები არ გამჟღავნებულა, თუმცა ევროპის სამაუწყებლო გაერთიანებამ და ევროვიზიის საბჭომ განაცხადეს, რომ მათ ხელახლა ფრთხილად შეამოწმეს, რათა შეეფასებინათ, კონკურსზე სიმღერა დასაშვები იყო თუ არა. 

ევროპის სამაუწყებლო გაერთიანებაში განაცხადეს, რომ ამჯერადაც ვერ დაიცვეს წესები, რაც იწვევდა კონკურსის ინსტრუმენალიზებას ან უპატივცემულობას და "სამწუხაროდ, მაისში ბელარუსი მონაწილეობას არ მიიღებს ევროვიზიის 65-ე სიმღერის კონკურსში".

Галасы ЗМеста-ს ლიდერმა დმიტრი ბუტაკოვმა, 21 მარტს განაცხადა, რომ ბენდს ორი ახალი სიმღერა აქვს მომზადებული კონკურსისთვის, მათ შორის, ერთი ბაჭიებზე. 

ბენდს რეპერტუარში აქვს სიმღერები, რითაც დასცინის ევროკავშირს და ამახინჯებენ ბელაურუსულ ენას. ბენდის წევრები მონაწილეობას იღებდნენ ბელარუსის რეჟიმის მხარდამჭერ მსვლელობებში. წევრები წერდნენ, რომ გულგრილები ვერ დარჩებიან, "როდესაც პოლიტიკური ბრძოლის საფარქვეშ ისინი ცდილობენ, გაანადგურონ  ქვეყანა, რომელიც გვიყვარს და ვცხოვრობთ".

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები იმართება. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები