საქართველოს საპატრიარქო

მეუფე პეტრე: მზად ვარ, დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო, სტეფანე არის შეპყრობილი

მეუფე სტეფანე ისე იქცევა, თითქოს ღმერთი არ არსებობს. იქცევა უღმერთოდ. ნებისმიერ შემთხვევაში, რა ცილისმწამებლურადაც მომიხსენია და დამადანაშაულა, დაუყოვნებლივ მოვითხოვ, საპატრიარქომ აღძრას საქმე, დაიწყოს მოკვლევა და მეუფე სტეფანეს მოუწევს ამ ბრალდებით თვითონვე დაისაჯოს, რა ცრუ ბრალდებითაც მან დაადანაშაულა მეუფე პეტრე.

მზად ვარ, დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო, იგივეს მოვუწოდებ ყველა მღვდელმთავარს. სტეფანე არის შეპყრობილი, რომელსაც ღმერთი არ სწამს და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია...

მეუფე პეტრე რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში ეხმაურება ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს სიტყვებს, რომ მეუფე პეტრეს გერმანიაში შვილი ჰყავს.

კომენტარები