პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: სენატორების გზავნილები ზრდის შანსებს, არ შევატოპინოთ ბოლომდე ივანიშვილის რეჟიმს

ჩემი აზრით, იმ ვითარებაში, სადაც უკვე ვართ, ეს მოსმენა და ეს გზავნილები ყველა შემთხვევაში არის სასარგებლო, იმიტომ, რომ ეს ზრდის ჩვენს შანსებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე საზოგადოება აგრძელებს ამ ბრძოლას, რაშიც მე დარწმუნებული ვარ, რომ არ შევატოპინოთ ბოლომდე ივანიშვილის რეჟიმს, რაც არის ჩვენი სტრატეგიული-ეროვნული ამოცანა, რომ ვაიძულოთ ვადამდელი მშვიდობიანი არჩევნებით, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად და საარჩევნო სისტემის, რეგულაციების და ადმინისტრაციის ცვლილებასთან ერთად შეეგუონ ამომრჩევლების გადაწყვეტილებას, რომ ისინი უნდა იყვნენ და ის უნდა იყოს ჩამოცილებული ძალაუფლებას...

ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ მთავარის ეთერში ისაუბრა. ამ მომენტში აშშ-ს სენატში საქართველოს დემოკრატიის შეფასების მოსმენა მიმდინარეობს.

კომენტარები