NATO-ს მინისტერიალი

ავღანეთი, რუსეთი, ჩინეთი - საკითხები, რომლებსაც NATO-ს მინისტერიალზე განიხილავენ

იენს სტოლტენბერგი
NATO

ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები დაიწყო. მინისტერიალის ფარგლებში პრესკონფერენციაზე ერთმანეთს ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი შეხვდნენ.

მისასალმებელ სიტყვაში სტოლტენბერგმა და ბლინკენმა ალიანსის მნიშვნელობასა და თანამშრომლობას გაუსვეს ხაზი. ლიდერებმა ასევე მოკლედ ისაუბრეს, რა იქნებოდა მინისტერიალის მთავარი საკითხები.

"ჩვენ ვართ დიდი გლობალური გამოწვევების წინაში, რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები, ტერორიზმის საფრთხე, კიბერთავდასხმები და ბირთვული იარაღის გავრცელება, მავნებლური ტექნოლოგიები, ჩინეთის აღზევება, გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილებების გავლენა უსაფრთხოებაზე.

არცერთ ქვეყანას, არცერთ კონტინენტს ამ გამოწვევებთან მარტო გამკლავება არ შეუძლია. არც ევროპას, არც ამერიკას, მაგრამ ერთად ევროპასა და ამერიკას ნატოში [შეუძლიათ]. ჩვენი შეხვედრა დღეს იქნება შესაძლებლობა, გავაძლიეროთ ეს კავშირი და მოვემზადოთ ჩვენი სამიტისთვის ბრუსელში, რომელიც წელს მოგვიანებით გაიმართება". – თქვა იენს სტოლტენბერგი.

"ჩვენი საუბრები, მომავალი ორი დღის მანძილზე, დაფარავს სხვადასხვა საკითხებს. მათ შორის ნატოს მიმდინარე მისიას ავღანეთში, რეგიონულ უსაფრთხოების საკითხებში ჩვენს ძალისხმევას, განსაკუთრებით პასუხს რუსეთის აგრესიაზე..

ჩვენ ვიზიარებთ გენერალური მდივნის ხედვას, რომ ნატოს შეუძლია შეაჩეროს და დაიცვას ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება ყველანაირი საფრთხეებისგან, მათ შორის კლიმატის ცვლილებები და კიბერთავდასხმები. მოუთმენლად ველი ამ საუბრებს". – თქვა ენტონი ბლინკენმა.

პრესკონფერენციაზე ბლინკენმა და სტოლტენბერგმა NATO-ს ახალი გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. 

NATO-ს საგარეო მინისტრთა შეხვედრა დღეს, მოგვიანებით გაიმართება. ეს იქნება პირველი მინისტერიალი, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დაესწრება. შეხვედრები 23-24 მარტს გაგრძელდება და ზემოხსენებულ საკითხებს უფრო დაწვრილებით განიხილავენ.

კომენტარები