აშშ

აშშ-ში, კოლორადოში შეიარაღებული თავდასხმაში 10 ადამიანი დაიღუპა

CHET STRANGE

აშშ-ს შტატ კოლორადოს ქალაქ ბოულდერში შეიარაღებულ თავდასხმაში 10 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთა შორის ერთ-ერთი პოლიციის ოფიცერი, 51 წლის ერიკ ტალია.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 14:30-ზე დაიწყო, შეიარაღებული თავდამსხმელი სურსათის მაღაზიაში შევიდა და სროლა დაიწყო. დაახლოებით 20 წუთში პოლიციამ თავდასხმის შესახებ მოსახლეობის Twitter-ის საშუალებით გაფრთხილება დაიწყო და მოუწოდა, თავდასხმის ადგილს მორიდებოდნენ, თუმცა შემთხვევის ადგილზე პოლიციის მისვლა და სროლის კადრები რამდენიმე თვითმხილველმა გადაიღო. პოლიციამ თავდამსხმელი დააპატიმრა.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. გასულ თვეს ბაიდენმა თქვა, რომ წამოაყენებდა კანონპროექტს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის მსურველებისთვის უფრო მკაცრ შემოწმებებს ითვალისწინებს.

კომენტარები