პოლიტიკური კრიზისი

ბუაძე: "ოცნებამ" მოლაპარაკებები ჩაშალა, მოიქცა როგორც ველური და უპასუხისმგებლო ძალა

ქართულმა ოცნებამ მოლაპარაკებები ჩაშალა, არც ჩვენი ქვეყნის იმიჯს და პრესტიჟს მიაქცია ყურადღება, არც ქვეყანაში არსებულ ძალიან მძიმე მდგომარეობას. მოიქცა, როგორც ველური და უპასუხისმგებლო ძალა, რომელსაც არ აინტერესებს შეთანხმება და გუშინდელი ძალიან ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი იყო ამის დადასტურება.

ამბობს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე. გუშინ, 18 მარტს, "ოცნებისა" და ოპოზიციის მორიგი შეხვედრა გაიმართა, მხარეები ვერ შეთანხმდნენ. 9-საათიანი შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ "ოცნების" წარმომადგენლებს მათ მთავარ მოთხოვნებზე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე "სრულიად შეურაცხადი პოზიცია ჰქონდათ" და ამ თემებზე "გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვება" აკრძალული აქვთ.  მათივე თქმით, შეთანხმების დოკუმენტი რამდენჯერმე "გაფუჭდა", რადგან ქართული ოცნების "პრეტენზიები ამოუწურავი იყო". დღეს, 19 მარტს, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ანგარიშის ჩასაბარებლად ბრიუსელში გაემგზავრა.

კომენტარები