ბატონი მერის, ბატონი კახი კალაძის მეთაურობით, ვხედავთ, რაოდენ დიდი არის პროგრესი და როგორ ვითარდება ჩვენი ქალაქი, რომელსაც ჩვენ ასე ვუფრთხილდებით ჩვენი დედაქალაქი, რომელსაც თბილისი ჰქვია, ამიტომ ყველა ის წუხილი, კითხვები, რაც არსებობს, ქალაქ თბილისის მერია მოახდენს ამაზე რეაგირებას და ჩვენ ვხედავთ, რომ წარსულს ჩაბარდა ის მავნე პრაქტიკა, როდესაც ერთი ადამიანის ხუშტურებზე წინა დღეს დაგეგმილი პროექტი მეორე დღეს ნაწილობრივ სრულდებოდა....
tbl.ge/5gu8
დაკოპირდა

ამის შესახებ ისაუბრა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე "გარკვეული მოქმედებების გამო" მეწყრული პროცესი გააქტიურდა. გუშინ, 17 მარტს, Forum.ge-ზე მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ფერდის ფოტოები გავრცელდა, ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტიდან შეიზღუდა.
ამავე თემაზე
- ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა - გზების დეპარტამენტი
- ტყიბულში, სოფელ კურსებში მეწყერი ჩამოწვა
- სოფელ ბაბილთან, სადაც დილით მეწყერი ჩამოწვა, საავტომობილო მოძრაობა აღდგა
- მესტია-უშგულის გზაზე მეწყერი ჩამოწვა – კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია
- ლენტეხში, სოფელ ბაბილთან მეწყერი ჩამოწვა – სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია




