ელექტრომომარაგება

სახელმწიფო ელექტროსისტემა: მოხმარების 70%-მდე იმპორტით იფარება

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განმარტებით, ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება ენგურჰესის სარეაბილიტაციო და ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასიის გაზსადენის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის გამოა შემცირებული.

"17 მარტს, 00:04 საათზე, ქვესადგურის "ახალციხე-500" მუდმივი დენის გარდამსახი სადგურის გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა თბილისის, გორის, ხაშურის, ზესტაფონის, მარნეულის, ზუგდიდის, აჭარისა და კახეთის მომხმარებლების ნაწილს. "ენგურჰესის" სარეაბილიტაციო, ხოლო გაზსადენის "ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასია" აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის გამო, ქვეყანაში შემცირებულია ელექტროენერგიის გამომუშავება და ქვეყნის 1800 მგვტ მოხმარება 70 %-მდე იფარება იმპორტით. ასეთ რეჟიმში იმპორტის ავარიული შეწყვეტა გავლენას ახდენს მომხმარებლის ელექტრომომარაგებაზე". – წერს სახელმწიფო ელექტროსისტემა.

დღეს, 00:04 საათზე ენერგომომარაგება საქართველოსა და თურქეთის ელექტროგადამცემი ხაზის გამორთვის გამო შეიზღუდა.

კომენტარები