ელექტრომომარაგება

ენერგომომარაგება საქართველოსა და თურქეთის ელექტროგადამცემი ხაზის გამორთვის გამო შეიზღუდა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. 

"საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის "მესხეთი" გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს. ამ ეტაპზე ხორციელდება მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა". –ვკითხულობთ განცხადებაში. 

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ბოდიშს უხდის მომხმარებელს შეფერხების გამო.

კომენტარები