ილონ მასკი

ილონ მასკმა ახალი ოფიციალური ტიტული მიიღო - Technoking of Tesla

ილონ მასკი
ფოტო: news.bitcoin.com

კომპანია Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს, ახალი ოფიციალური ტიტული აქვს, Technoking of Tesla.  კომპანიის მთავარ ფინანსურ ოფიცერს, ზაკ კირკჰორნს კი -  Master of Coin. 

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისიის [SEC] წინაშე წარდგენილ ოფიციალურ დოკუმენტში ძველ ოფიციალურ თანამდებობებთან ერთად მასკმა და კირკჰორნმა ახალი ტიტულები მიუთითეს

მარეგულირებელმა ორგანომ ოფიციალური ცვლილების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

მასკის ზუსტი განზრახვები უცნობია, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წოდებები კომპანია Tesla-ს მიერ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინის შეძენას უკავშირდება და ტერმინი Master of Coin სწორედ ბიტკოინის ფლობას უსვამს ხაზს. 

Twitter-ის ოფიციალურ გვერდზეც მასკმა ახალი წოდება დაიწერა. 
 


 

კომენტარები