ჩანაწერები

მელაძე: ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი ოჯახის წევრის წამებით მემუქრება

ჩვენზე თავდასხმა და ჩვენი განეიტრალება, გამომძიებელი ჟურნალისტების, დღეს იმ საჯარო მუქარებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, რა თქმა უნდა, შედის ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ინტერესებში, რადგან უშუალო მუქარები ჩვენ მივიღეთ  მათი ოჯახის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის მხრიდან. ეს იყო ღია მუქარა ჩვენი ოჯახის წევრების წამებასთან დაკავშირებით...

6 მარტს, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ნოდარ მელაძეს ბერა ივანიშვილის დაცვის წევრი მიხეილ წიკლაური დაემუქრა და  Facebook-ზე გამოაქვეყნა პოტო წარწერით: "ნოდარას დედის წამების ამსახველი ფოტო".

 

კომენტარები