პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: ჩვენი ამოცანაა, პროცესი დასრულდეს მალე და გითხრათ, როგორ გამოვდივართ კრიზისიდან

სამუშაო გრძელდება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც პრეზიდენტ მიშელის მიერ იყო მოხაზული. ჩვენი ამოცანაა ის, რაც ყველამ იცის, ევროპული საქართველოსი, ჩვენი პოლიტიკური გუნდის, მთლიანად დემოკრატიული ოპოზიციის, რომ მივაღწიოთ იმ კომპრომისს, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამ კრიზისიდან. ეს პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. იმედი მაქვს, ჩვენი ამოცანაა, ეს პროცესი დასრულდეს მალე და ჩვენ ყველამ შევძლოთ გითხრათ როგორ გამოვდივართ ამ კრიზისიდან იმ პუნქტების მიხედვით, რომლებიც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა.  შეხვედრა განსხვავდებოდა შინაარსში ღრმად შესვლით ყველა იმ პუნქტზე, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და  ჩვენი ამოცანაა, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს ქვეყნისთვის კრიზისის განმუხტვით.

ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

კომენტარები