ნამახვანჰესი

ქარტია: ნამახვანჰესის აქციაზე გაკეთებული ქსენოფობიური განცხადებები ფრთხილად უნდა გაშუქდეს

https://www.mediachecker.ge/

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, დღეს, 14 მარტს, ქუთაისში, ნამახვანჰესის აქციაზე, აქციის მონაწილეების მხრიდან ქსენოფობიის შემცველი განცხადებები კეთდება. ქარტია მოუწოდებს მედიებს, სიფრთხილით გააშუქონ აქციიდან მიღებული ინფორმაცია და არ წაახალისონ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია. 

"2021 წლის 14 მარტს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, „ნამახვანის ჰესების კასკადის“ სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით აქცია იმართება, სადაც აქციის მონაწილეების მხრიდან ქსენოფობიის შემცველი განცხადებები ისმის.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, მედიასაშუალებებმა არ უნდა შეუწყონ ხელი არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას, სიძულვილის ენის წახალისებას. ქარტია აღნიშნავს, რომ მედიასაშუალებებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მართონ პირდაპირი ეთერი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ აქციიდან მიღებული ინფორმაცია, რათა არ წაახალისონ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია". – წერია ქარტიის განცხადებაში. 

კომენტარები