კორონავირუსი და შეზღუდვები

13 მარტიდან ​სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ 

13 მარტიდან ​სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 მარტიდან პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო.

  • რესტორნებს შიდა სივრცეში მუშაობის უფლება მიეცათ, თუმცა შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება;
  • გაიხსნა სამთო კურორტები.

15 მარტიდან: 

  • მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები;
  • სასწავლო პროცესი უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში აუდიტორიებში აღდგება;
  • აღდგება სასკოლო წრეების ფუნქციონირება;
  • რეპეტიციებსა და ვარჯიშს განაახლებენ თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები.

1-ელი აპრილიდან: 

  • თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლების დასწრებით აღდგება.

ქვეყანაში 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედი კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება. 25 თებერვლიდან უკვე გაიხსნა სასტუმროები სამთო კურორტებზე და აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. 27 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვირის დღეებთან ერთად შაბათ-კვირასაც მუშაობს. 1-ლი მარტიდან გაიხსნა კერძო და საჯარო ბაღები. უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა აღდგა და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარება შეუძლიათ. მუშაობა განაახლეს მუზეუმებმა და ბიბლიოთეკებმა. განახლდა კონფერენციები და ტრენინგები.

კომენტარები