დროა

ვინ და როგორ გააყალბა საპარლამენტო არჩევნები?! – მოძრაობა დროას მხილება

ელენე ხოშტარიას მიერ დაფუძნებული მოძრაობა დროა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მექანიზმების შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიმართვაში ხოშტარია არჩევნების გაყალბების 13 მექანიზმს ასახელებს: 

  • კარდაკარის სქემა
  • ყალბი რეგისტრაცია
  • ლამიზილ უნო – მარკირების წასაშლელად
  • სპეციალური სიები 
  • კომისიის წევრების ყალბი ხმები
  • გადასატანი ყუთები
  • რუსული კარუსელი
  • ჩვეულებრივი კარუსელი
  • ბათილი ბიულეტენები
  • COVID-სპეცუბნები
  • მწვანე უბნები – კომისიის წევრების მოსყიდვა
  • დაშინება და ძალადობა
  • ოქმების ჩასწორება

გაყალბების მექანიზმების გარდა, ელენე ხოშტარია ასევე პასუხობს კითხვებს – "ვინ აყალბებდა არჩევნებს, რის სანაცვლოდ და სად არის გამყალბებლების ფარული შეკრების ადგილი, სადაც არჩევნების შედეგი იწერება".

ელენე ხოშტარიამ ახალი პოლიტიკური მოძრაობა დროა 7 მარტს დააფუძნა. მოძრაობას 4 ძირითადი პოლიტიკური მიმართულება აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი მხილების ინსტრუმენტია. ეს გულისხმობს YouTube არხს, სადაც ხოშტარია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მამხილებელ მასალას გამოაქვეყნებს, კორუფციის, გაყალბების, ძალადობის, ნეპოტიზმისა და რუსეთთან კავშირების კუთხით. 

კომენტარები