ჩანაწერები

სერგეენკო: ბერა თუ ამბობს, რომ ოჯახის შეურაცხმყოფელს პასუხს მოსთხოვს, ეს ჩვეულებრივი ამბავია

ყველა მათგანმა, ამ მონაწილეებმა გააკეთეს განცხადებები, რომ ეს [ჩანაწერები] არის 10-11 წლის წინანდელი ამბავი, სადაც მონაწილეობს 16 წლის მოზარდი და ადამიანები, რომლებიც მაშინ არ იყვნენ საჯარო მოხელეები. [...] რაც შეეხება იმას, რომ ესა თუ ის ადამიანი, იქნება ეს ბერა თუ ვინმე სხვა, ამბობს, რომ თუკი მის ოჯახს შეურაცხყოფას მიაყენებენ და ამაზე შეურაცხმყოფელს პასუხს მოთხოვს, ეს არანორმალური არ მგონია, ჩვეულებრივი ამბავი მგონია, იქ არ ყოფილა გაჟღერებული, რომ შურს იძიებს ან რაიმე სხვას გააკეთებს...

ქართული ოცნების დეპუტატი დავით სერგეენკო ბერა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება.

კომენტარები