ჩანაწერები

ბერა ივანიშვილი: თუ ვინმე დედას შემაგინებს, დღესაც აუცილებლად მოვთხოვ პასუხს

მე არც კი დავიწყებ ამაზე კამათს – იყო ავთენტური, არ იყო, დაამონტაჟეს, არ დაამონტაჟეს. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი, რომ მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ოჯახს შეეხება, რაც ყველაზე წმინდა და ღირებულია, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც. მაჩვენეთ ერთი ვაჟკაცი, ერთი ქართველი კაცი, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრის არის.

[...] მოდით, მე იმ 2011 წლის დამკვეთებს, მათ, ვინც ამას ასრულებდა და 10-11 წლის გოგოებს აშინებდა და აგინებდა, დღეს ამ ადამიანებს, ამ შავი PR-ის მანქანის დამკვეთებსაც და შემსრულებლებსაც, გავაერთიანებ ერთი რამის ქვეშ, რომ ჩემი აზრით, ამ ადამიანებმა ერთი რამ არ იციან – დედის სიყვარული. ჩემთვის წარმოუდგენელია, ადამიანმა იცოდეს დედის სიყვარული, დედის ფასი და სხვა ადამიანის დედიკოს ეხებოდეს მსგავსი სიტყვებით, მსგავსი საზიზღრობებით. მე მიჩნდება კითხვა, სად იზრდებიან ეს ადამიანები, რაზე აქვთ პრეტენზია? რომ მათ უნდა შეეძლოთ თავისუფლად არამარტო ჩემი, ნებისმიერი მოქალაქის, დედის, ოჯახის, საყვარელი ადამიანის სასტიკი, საზიზღარი სიტყვებით მოხსენიება და თუ ამაზე ჩემმა ძმაკაცმა პასუხი გასცა, ის უკვე დამნაშავე და ტერორის მონაწილეა. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც დედის კულტი, დედის მიმართ მოწიწება, დამეთანხმებით, რომ საერთოდ სხვა სიმაღლეს გასცდა. ეს უბრალოდ ასე არ გამოვა. ადამიანი, ვისაც მისი დედიკო არ უყვარს, უბრალოდ, საცოდავი ადამიანია...

ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის პირველი კომენტარი სამთავრობო არხ იმედზე მას შემდეგ, რაც მისი ფარული ჩანაწერები გავრცელდა. ჩანაწერებში ბერა ივანიშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს მითითებებს აძლევს, მიაკითხოს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მას Facebook-ზე შეურაცხყოფას აყენებენ. 

კომენტარები