კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ზეა – საგანგაშოა

ელსმეტრიკის ინსტიტუტთან ერთად  ჩვენ ვაკვირდებით პირბადის ტარების მაჩვენებელს ქვეყანაში. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვიყავით თითქმის 75%-ზე  ასული და შემდეგ 66%-ზე ჩამოვედით, გუშინდელი მონაცემებით, ეს არის 43 %, რაც ძალიან ცუდია...

იცით, რომ თუ ეს 95%-მდე ავიყვანეთ, ძალიან ბევრი მონაცემი სერიოზულად გაგვიუმჯობესდება ქვეყანაში და ნაკლები დაზიანება გვექნება მოსახლეობაში. ამიტომ, მედიას გთხოვთ, რომ პირბადეზე გავამახვილოთ განსაკუთრებული ყურადღება. 43%-ზე ჩამოსვლა, ჩათვალეთ, რომ არის საგანგაშო, განსაკუთრებით, ამ შემსუბუქებების ფონზე, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს ეპიდსიტუაციის სერიოზულ გაუარესებამდე...

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. 9 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 273 137  შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 267 015 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 601 კი გარდაიცვალა.  

კომენტარები