ჩანაწერები

წილოსანი ჩანაწერზე: დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდის წევრების უდანაშაულობაში

პარლამენტი

"დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდის წევრების უდანაშაულობაში". – ქართული ოცნების წევრი, ნინო წილოსანი პროკურატურის მიერ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყებას ეხმაურება.

"დარწმუნებული ვარ, რომ მათ ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით სრული მოცვა ექნებათ იმ საკითხებით, რომელზეც, შესაძლოა, კითხვები არსებობდეს და დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვას გაეცემა სათანადო პასუხი". – ამბობს წილოსანი. 

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყეს. 


TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი. 

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბერა ივანიშვილის გაკრიტიკების გამო მათ დაემუქრნენ. ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 5 წლის წინ ივანიშვილი ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ. მუქარაზე საუბრობს მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილიც. საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი კი ჰყვება, რომ ივანიშვილზე დაწერილი კრიტიკული პოსტის შემდეგ მის ნათესავს თავს დაესხნენ.

კომენტარები