რუსული ჰაკერული თავდასხმა

აშშ კიბერშეტევის გამო რუსეთის წინააღმდეგ საპასუხო ქმედებას ამზადებს

ფოტო: forbes.com

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსი ჰაკერების მიერ SolarWinds-ის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის საპასუხო ქმედებებს ამზადებს. 

The New York Times-ის ინფორმაციით, საპასუხო ქმედება მომდევნო თვეშია მოსალოდნელი და, სავარაუდოდ, მოიცავს ეკონომიკურ სანქციებს.

თეთრი სახლის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ კიბერშეტევის საპასუხოდ ადმინისტრაცია გარკვეულ საპასუხო ქმედებებს ამზადებს, თუმცა კონკრეტული დეტალები არ დაუზუსტებიათ. 

“ჩვენ საჯაროდ არ განვიხილავთ საპასუხო ქმედების გარკვეულ ასპექტებს“. – თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ. 

SolarWinds-ზე განხორციელებული კიბერშეტევა 2020 წელს დაიწყო და რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სავარაუდოდ, მოპარულია ასობით სამთავრობო ორგანოსა და კომპანიის სენსიტიური ინფორმაცია.

აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების ინფორმაციით, რუსი ჰაკერების მიერ განხორციელებული კიბერშეტევის სამიზნეებს შორის მოხვდნენ: აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ვაჭრობის დეპარტამენტი, სახაზინო დეპარტამენტი, ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია და NASA. 
 

კომენტარები