ხაინდრავა: კრის სოჩა ჩამოყალიბებული ტროცკისტია, ბოკერიას იდეოლოგიური მეგობარია

Timer.ge

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა POSTV-ის ეთერში აშშ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელთა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, კრის სოჩას განცხადებას გამოეხმაურა. 

სოჩამ ონლაინ ვებინარზე ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე ისაუბრა. ხაინდარავას თქმით, კრის სოჩა ტროცკისტი და გიგა ბოკერიას იდეოლოგიური მეგობარია. 

"ისეთი ადამიანი, როგორიც არის ვინმე სოჩა, არის ტროცკისტი ჩამოყალიბებული აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის ადმინისტრაციის უფროსია. რაც მან მოუწოდა, ამას სტალინიც კი აღარ აკეთებდა, ეს ტროცკიდან მოდიოდა, ტროცკი იყო ამის იდეოლოგი, მსგავსი დამოკიდებულების. მან [სოჩამ] თქვა, რომ ივანიშვილის შვილები ი უნდა გავწიროთო, ივანიშვილს ვერ ვწვდებითო, ამიტომ მისი შვილების წინააღმდეგ უნდა მივიღოთ ზომებიო. ამას რო კაცი განაცხადებს 21-ე საუკუნეში, იმას ამერიკის სენატში რა უნდა საერთოდ. ეს არის ტროცკიზმი წმინდა წყლის, ბოლშევიზმის ყველაზე ცუდი გამოვლინება, ყველაზე ცუდი იყო ტროცკიზმი. აი, ამას წარმოადგენს ეს სოჩა და ეგ არის იდეოლოგიურად ბოკერიას მეგობარი. ე.ი მაგან [ბოკერიამ] მიაწოდა ეს იდეა, ეს მხოლოდ ბოკერიას ავადმყოფურ ტვინში შეიძლება დაიბადოს". – ამბობს გოგა ხაინდრავა. 

23 თებერვალს ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კრის სოჩამ ბიძინა ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

"სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში მიმდინარეობს განხილვა სანქციების დაწესების შესახებ. არსებობს ორი ვარიანტი: პირველი - სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციებიდან ერთ-ერთია აშშ-ს ტერიტორიაზე მყოფი ანგარიშების გაყინვა, რაც, შესაძლოა, ფინანსთა დეპარტამენტმა სხვა სამინისტროებთან ერთად განიხილოს; მეორე - შეზღუდვა მოგზაურობაზე. თუ თავად ივანიშვილი არ მოგზაურობს აშშ-ში, მას ჰყავს შვილები, რომლებიც ამას აკეთებენ. ბოლო წლებში საუბარია იმაზე, უნდა მოუხსნან თუ არა შვილებს აშშ-ში მოგზაურობისა და განათლების უფლება. ვფიქრობ, რომ ეს მას [ივანიშვილს] უნდა აღელვებდეს". – თქვა სოჩამ. 

სოჩამ, ასევე, გაუსვა ხაზი სხვა თანამდებობის პირების მიმართ სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე, რომლებიც ჩართულები არიან პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში. 

კომენტარები