ეკვატორული გვინეა

ეკვატორულ გვინეის ქალაქ ბატაში აფეთქებებს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ეკვატორულ გვინეაში აფეთქებების სერიას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა, სულ მცირე, 500 ადამიანი. აფეთქებების სერია სამხედრო ბარაკების ახლოს, ქალაქ ბატაში მოხდა.

ქვეყნის პრეზიდენტის თანახმად, ბარაკების საწყობში არასწორად შენახული დინამიტი აფეთქდა. დინამიტის აფეთქება, შესაძლოა, ბარაკების სიახლოვეს სასოფლოსამეურნეო ნაკვეთებისთვის წაკიდებულმა ცეცხლმა გამოიწვია.

პრეზიდენტ თეოდორო ობიანგ ნგუემას ​თქმით, აფეთქებამ ბატაში თითქმის ყველა შენობა დააზიანა. პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას დახმარება სთხოვა.

ადგილობრივ საავადმყოფოებში დაშავებულთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის გამო ახალი პაციენტების მიღება უჭირთ. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მოხალისე მუშაკებს ბატას რეგიონულ საავადმყოფოში დახმარების თხოვნით მიმართა. ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, თუ ამის შესაძლებლობა ჰქონდათ, საავადმყოფოებში სისხლი ჩაებარებინათ.

კომენტარები