ჩანაწერები

ყოფილი მიმტანი: 5 წლის წინ ბერა კრიტიკული პოსტის გამო დამემუქრა

ტატო ცეცხლაძე

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ტელეკომპანია ფორმულასთან საუბრისას ჰყვება, რომ 5 წლის წინ, 2016 წელს ბერა ივანიშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტის გამო ემუქრებოდა.

ტატო ცეცხლაძე ამბობს, რომ 2016 წელს, შვებულების პერიოდში მიმტანად მუშაობის დროს, ბერა ივანიშვილმა მომსახურების საფასურის გადახდისას არ დატოვა ე.წ თიფი - დამატებითი თანხა მომსახურებისთვის, რისთვისაც ცეცხლაძემ ის Facebook-პოსტში გააკრიტიკა. ცეცხლაძის თანახმად, პოსტის დაწერის შემდეგ ბერა ივანიშვილი რესტორნის მფლობელს დაუკავშირდა და დააშანტაჟა. რის შემდეგაც რესტორნის მფლობელმა ცეცხლაძეს პოსტის წაშლა მოსთხოვა.

"ამ სტატუსის დაწერიდან დაახლოებით ნახევარ საათში გაჩნდა ობიექტის მფლობელი, მენეჯერი და ყველა, ვინც კი მუშაობდა ობიექტზე. მფლობელმა მთხოვა, წამეშალა სტატუსი. მე ვუთხარი უარი, იმიტომ, რომ არ მსურდა სტატუსის წაშლა. ეს კონკრეტული სტატუსი გამოქვეყნებული იყო Facebook-ის ჩემს პირად გვერდზე. ამის შემდეგ მფლობელს დაუკავშირდა უშიშროების წარმომადგენელი, ამის შემდეგ უშიშროების წარმომადგენელი მესაუბრა მე, მერე მესაუბრა ბერა ივანიშვილი". – ჰყვება ცეცხლაძე.

ცეცხლაძე დარწმუნებულია, რომ მენეჯერი, სავარაუდოდ, დაადასტურებს მის მონათხრობს. მისი თქმით, ბერა ივანიშვილმა მას შეურაცხყოფა მიაყენა, სტატუსის წაშლა მოსთხოვა და დაემუქრა.

"ბერა ივანიშვილმა მითხრა, რომ როგორც მიმტანმა, მან არ იცოდა, რომ 12 წელი ჟურნალისტად ვმუშაობდი, ჩავთვალე, რომ მილიონერის შვილს ვესაუბრებოდი და გადავწყვიტე ფულის გაკეთება, ვიყავი მიგზავნილი კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რომ გამეკეთებინა ფული... მომაყენა ძალიან პირადი შეურაცხყოფა, რომელიც არ მინდა, ეთერში გავიმეორო, არ მეხება პირად მე, ეხება ოჯახის წევრებს. მითხრა, რომ, თუ მე ამ ამბავს გავაგრძელებდი, მექნებოდა სერიოზული პრობლემები". – ამბობს ვატო ცეცხლაძე.

მისი ნაამბობით, ბერა ივანიშვილთან საუბრის დასრულებისა და რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ გარეთ 5-6 დაბურულშუშებიანი მანქანა დახვდა, რომლებიც ფეხითმოსიარულე ცეცხლაძეს უკან გაჰყვნენ. ცეცხლაძე აღნიშნავს, რომ ეს პირდაპირ დაშინების მცდელობა იყო და ამ მოვლენებიდან ორი კვირის შემდეგ რესტორნიდან გაათავისუფლეს.

ტატო ცეცხლაძე ჰყვება, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ურეკავდნენ უშიშროების წარმომადგენლები, იყო დაშინების მცდელობები და ითხოვდნენ სტატუსის წაშლას.

"როდესაც მე ვესაუბრე ბერა ივანიშვილს, მთავარი მოთხოვნა იყო, წამეშალა სტატუსი და მომეხადა ბოდიში". – ამბობს ცეცხლაძე.

მისი თქმით, მისგან ითხოვდნენ Facebook-ის საშუალებით ბოდიშის მოხდას და ამ ამბის მედიის მიერ გაშუქება უზრუნველყოფილი იქნებოდა.

ტატო ცეცხლაძე ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და როგორც თავად ამბობს, აქვს პოლიტიკური დევნილის სტატუსი. ცეცხლაძე განმარტავს, რომ პოლიტიკური სტატუსი არ მიუღია კონკრეტულად ამ ინციდენტის გამო, თუმცა ამბობს, რომ ქართული ოცნების მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა უზრუნველყო მისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭება. პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღების საჭიროებას ცეცხლაძე თავის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. ის აღნიშნავს, რომ დღეს ჟურნალისტები საქართველოში არ არიან დაცულები, რათა თავისუფლად გააშუქონ მოვლენები.


TV პირველის ეთერში გავიდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ.  

შეაგინე ბერას – ამ სახელწოდებით 7 მარტს, 18:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება

სამოქალაქო აქტივისტებმა უკვე გამართეს აქცია ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან. "მამიკოს ბიჭი კანონის წინაშე აგებს პასუხს" – ეწერა აქტივისტები საპროტესტო ბანერებზე.

კომენტარები