ვაქცინაციის თემაზე იყო საუბარი. ჩვენ, მიუხედავად რთული მდგომარეობისა ვაქცინასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ საქართველოს ეხება ეს და იმ დათქმით და იმ პირობით, რომ ჩვენ შევპირდით საქართველოს მოქალაქეებს, რომ საუბარი იქნება მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ ვაქცინაზე, ყველაზე გვიან პერიოდს ვიტყვი იმისთვის, რომ მართლები ვიყოთ საზოგადოების წინაშე - ამ თვის ბოლო იქნება ის მაქსიმალური ვადა, რომლის განმავლობაშიც ეტაპობრივად უნდა შემოვიდეს და შემოვა საქართველოში ვაქცინა. საუბარია Pfizer-ზე, საუბარია AstraZeneca-ზე და ნებისმიერი სხვა გზებითაც, რა თქმა უნდა, სხვა მიმართულებითაც მიდის მუშაობა და ავტორიზებული ვაქცინა შემოვა საქართველოში. ეტაპობრივად მოხდება, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალის აცრა და შემდეგ უკვე გაწერილი გეგმის მიხედვით, რომელიც წარმოადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ - ამის შესახებ დეტალურად აქვს ინფორმაცია ქართულ საზოგადოებას.
ქართული ოცნება
მდინარაძე: მარტის ბოლო იქნება მაქსიმალური ვადა, როცა ეტაპობრივად უნდა შემოვიდეს ვაქცინები
tbl.ge/5g95
დაკოპირდა

თქვა 6 მარტს ქართული ოცნების აღმსრულებელმა მდივნმა, მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ 5 მარტს თქვა, რომ წინასწარი ინფორმაციით, Pfizer-ს და AstraZeneca-ს ქვეყანას 22 მარტის კვირაში მიაწოდებენ. საქართველოში ვაქცინაცია თებერვალში უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ამ დრომდე, ქვეყანაში ვაქცინის არცერთი დოზა არ შემოსულა.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




