ჩანაწერები

ვასილ მაღლაფერიძე: ბაქრაძე ჰყავდათ ობიექტივის ქვეშ და სხვას დაინდობდნენ?

ტაბულა

"ბაქრაძე ჰყავდათ ობიექტივის ქვეშ და სხვას დაინდობდნენ?" - წერს ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტსაბჭოს წევრი, ვასილ მაღლაფერიძე. 

ვასილ მაღლაფერიძე 2013 წლის ნიუსს აქვეყნებს, სადაც ინტერპრესნიუსთან საუბარში დავით ბაქრაძე ამბობს, რომ "ჩემი ჩანაწერებიც არსებობს, არ ვიცი, რა, მაგრამ რაღაც ჩანაწერები არის". 

"ეს ისე ყოველი შემთხვევისთვის, ზოგიერთ "ჯიუტ ბეკეკას" იმის დასტურად, აწარმოებდნენ თუ არა ფარულ ჩაწერებს სააკაშვილის დროს. ქვეყნის მეორე პირი და საკუთარი გუნდის წევრი ჰყავდათ ობიექტივის ქვეშ და სხვას დაინდობდნენ?! როგორ ფიქრობთ, რისთვის სჭირდებოდათ ასეთი მასალები და ახლაც სათუთად ხომ არ ინახავენ ჩანაწერებს თავის შავ თუ ბნელ არქივში?!". - წერს მაღლაფერიძე.


5 მარტს TV პირველის ეთერში გავიდა ნოდარ მელაძის შაბათის ეთერის ანონსი, სადაც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერია. 

ქართული ოცნების დეპუტატის, სოზარ სუბარის თქმით, ეს დანაშაულია და სასამართლოს სიუჟეტის ეთერში გასვლის აკრძალვა შეუძლია. მისივე თქმით, კარგი იქნება, ფაქტზე სახალხო დამცველმა გამოთქვას თავისი პოზიცია.

 

კომენტარები