ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი

თბილისის მერია: ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს

თბილისის მერიის ინფორმაციით, კრწანისისი რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დღეს, 5 მარტის საღამოს დააზიანეს.

მათივე ცნობით, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი 2021 წლის იანვარში დაიდგა და მისი ავტორი მოქანდაკე ირაკლი წულაძეა. მან 2019 წლის 6 დეკემბერს, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

 

კომენტარები