საკრებულომ მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლითაც მიკროავტობუსებში ტარიფი 50 თეთრი იქნება

თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც ახალი, ლურჯი მიკროავტობუსების ინტეგრირებულ სატრანსპორტო სქემაში 1-ლი აპრილიდან ჩართვას და სამგზავრო ტარიფის 80-დან 50 თეთრამდე შემცირებას ითვალისწინებს. 

ამ ცვლილებას თბილისის მთავრობის ტრანსპორტთან დაკავშირებით 2021-2023 წლების სამუშაო გეგმა ითვალისწინებს. გადახდის ინტეგრირებული გეგმა, ფრანგულმა კომპანია "სისტრამ" შეიმუშავა. სწორედ ამ კომპანიამ შექმნა განახლებული ჭავჭავაძის გამზირის სატრანსპორტო სქემა. 

ცვლილების მიხედვით, ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრებს საათ-ნახევრის განმავლობაში შეეძლებათ მეტროთი, ავტობუსით და ახალი ლურჯი მიკროავტობუსით სარგებლობა. ამავდროულად ახალ მიკროავტობუსებში მგზავრობის ტარიფი 50 თეთრით განისაზღვრა. ეს სქემა 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება. მაღალი ალბათობით, ტარიფის ცვლილება არ შეეხება ძველ, ყვითელ მიკროავტობუსებს. 

გარდა ამისა, ამავე დოკუმენტის მიხედვით გაწერილია, არსებული შეღავათების გავრცელება უკვე ახალ ინტეგრირებულ ქსელზეც, ასევე, ახალი მიკროავტობუსების გამოსყიდვის, ახალი 8-მეტრიანი და 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენა. 

დოკუმენტის მიხედვით, ახალი სატრანსპორტო ქსელი დედაქალაქში 1-ლი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს. 

კომენტარები