ტექნოლოგიური გიგანტები

Google-ი ბრაუზერის ისტორიის საფუძველზე შექმნილი რეკლამების გაყიდვას შეწყვეტს

ფოტო: bloomberg.com

კომპანია Google-ი მომხმარებლების ბრაუზერის ისტორიის საფუძველზე  შექმნილი მიზნობრივი რეკლამების გაყიდვას შეწყვეტს

Google-ის წარმომადგენლების თქმით, ცვლილება Chrome-ის ვებბრაუზერის განახლებასთან ერთად შევა ძალაში. გარდა ამისა, კომპანია შეწყვეტს ვებ თვალთვალის ტექნოლოგიებში ინვესტირებას. 

ექსპერტების თქმით, Google-ის ქმედება მსოფლიოში ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ გაზრდილი კრიტიკული დამოკიდებულებითაა გამოწვეული. მათი აზრით, მსგავსი რეგულაციები ევროკავშირისა თუ აშშ-ს მხრიდან მოსალოდნელი იყო და Google-მა საკუთარი ინიციატივით გაუსწრო მოვლენებს. 

კომპანიამ 2020 წლის მეოთხე კვარტალში რეკლამებიდან 46.2 მილიარდი დოლარი შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 22%-ითაა გაზრდილი. 

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Google-ის ახალი ინიციატივა ნეგატიურად აისახება რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებზე. 
 

კომენტარები