ისლანდია

ისლანდიაში 1 კვირაში 17 000 მიწისძვრა მოხდა

dw.com

ისლანდიაში ერთი კვირის განმავლობაში 17 000-მდე მიწისძვრა აღირიცხა. 

მიწისძვრების ეპიცენტრი რეიკიანესის რეგიონია. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 5.7-ბალიანი იყო. 

მოკლე პერიოდში მომხდარმა ბევრმა მიწისძვრამ ოდნავ დააზიანა ისლანდიის გზები, მაგრამ მთავარი პრობლემა ვულკანური აქტიურობის გამოწვევაა.

"ეს მუდმივი აქტიურობის ზონაა, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ დროის ასეთ მოკლე პერიოდში ამდენი მიწისძვრა არასდროს მინახავს. ეს უჩვეულო შემთხვევაა" - თქვა ისლანდიის მეტეოროლოგიური ოფისის წარმომადგენელმა.

ისლანდიელი მეცნიერები დაუსრულებელი მიწისძვრის გამომწვევ მიზეზს ეძებენ.

ისლანდიის მეტეოროლოგიური ოფისი რეგიონის მცხოვრებლებს ვულკანების ამოფრქვევის მოსალოდნელობის შესახებ აფრთხილებს. ასევე მათ ეს პრობლემა შეატყობინეს ავიაკომპანიებსაც, რადგან ვულკანებიდან ამოსულმა კვამლმა, შესაძლოა, მათ რეისის დროს პრობლემები შეუქმნას. 2010 წელს ისლანდიის სამხრეთ რეგიონში ვულკანის 6-დღიანი ამოფრქვევის შედეგად 10 მილიონამდე ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა.

რეიკიანესის რეგიონში ვულკანი უკანასკნელად მეთორმეტე საუკუნეში ამოიფრქვა.

კომენტარები